სექტემბერი 30, 2022

ევროპა ლიგის ფინალური მატჩის ერთ-ერთმა გმირმა ,,ვილიარეალის” .მეკარე ხერონიმო რულიმ ესპანურ გამოცემა ,,el mundo deportivo”-სთან განვლილი შეხვედრა შეაფასა.

რული აცხადებს, რომ ემოციებს ახლაც ვერ იკავებს.
არგენტინელი მეკარე ამბობს, რომ ვერ წარმოვიდგენდა, თუ ,,ვილიარეალის” ისტორიაში გოლის გატანით შევიდოდა.

ხერონიმო რული: ,,ფასტანსტიური ფინალი გამოვიდა.
გულშემატკივრებმა დრამატული ორთაბრძოლა და უხვგოლიანი პენალრების სერია იხილეს.
ასე დაძაბული მატჩი მსოფლიოში იშვიათია და ასეთ შეხვედრაში გამარჯვება ორმაგად სასიხარულო.
მოკლედ, ახლაც ემოციებში ვარ და ეს განწყობს დიდხანს გამყვება. მატჩის გმირი? არა. ეს შეხვედრა თითოეულმა ჩვენგანმა მოიგო და თასის მოპოვებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანა
ჩემამდე გუნდებმა 10-10 პენალტი გაიტანეს. ეს საოცრებაა. პენალტებს ბავშობის შემდეგ აღარ ვურტყავ. როცა ბურთთან მივედი ვიფიქრე უნდა გავიტანო, თუ ვერა და დე ხეას მაინც უნდა ავუღო დარტყმა მეთქი.
საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად გამოვიდა.
ვერ წარმოვიდგენდი თუ ,,ვილიარეალის” ისტორიაში გოლის გატანით შევიდოდი.  ჩვენმა გუნდმა ისტორია დაწერა და ევროპის თასი პირველად აღმართა.
,,ვილიარელში” 2020 წელს გადმოვედი და აქ ძლიერი კონკურენტები დამხვდნენ
ჩემი უშუალო კონკურენტი სერხიო ასენხო უმაღლესი დონის მეკარეა.
მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ მე ევროპა ლიგაზე მეთამაშა, მას კი ლა ლიგაზე.
უბედნიერესი ვარ. ჩემი ოცმება ახდა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებ.”- წერს ხერონიმო რული.

ევროპა ლიგის ფინალში
,,ვილიარელმა” და ,,მანჩესტერ იუნაიტედი” პენალტების სერიაში 11-10 დაამარცხა.
გადამწყვეტი 11-მეტრიანი ესპანური გუნდის არგენტინელმა მეკარემ ხერონიმო რულიმ გაიტანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.