აპრილი 16, 2024

,,დიდი მუზარადის” ტურნირის ,,როლან გაროსის” საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე გავიდა.

გორგოძემ 1/2 ფინალური ბარიერი ბულგარელ ელიცა კოცოვასთან გამარჯვების შემდეგ გადალახა.
ქართველმა მეტოქეს 2-სეტში 7-6, 6-3 მოუგო.

ძირითად ბადეში მოსახვედრად, ეკატერინე გორგოძე ესპანელ ნურია პარიზას დიასს შეებრძოლება.

საკვალიფიკაციო რაუნდის მე-2 წრეში ტურნირს მარიამ ბოლქვაძე დაემშვიდობა.
ბოლქვაძემ გამოცდილ რუს ჩოგბურთელ ვერა ზვონარიევასთან 2-სეტში 3-6, 1-6 წააგო.

ეკატერინე გორგაძისა და ნურია პარიზას დიასის ორთაბრძოლა პარიზის კორტებზე 28 მაისს, შედგება.

11 thoughts on “ეკატერინე გორგოძე როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია – მარიამ ბოლქვაძე ტურნირს დაემშვიდობა

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: j.mp კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *