აპრილი 18, 2024

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში.მიმდინარე ნაცუ ბაშო დასასრულს მიუახლოვდა.

დღეს, ტურნირზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშონმა მაისის ბაშოზე მე-14 ორთაბრძოლა გამართა და მე-5 გამარჯვება იზეიმა.

ლევან გორგაძემ მე-16 მაეგაშირა ჩიომარიუ დაამარცხა.

ჩვენებურმა იაპონელი მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

ამ დროისთვის მე-7 მაეგაშირა ტოჩინოშინს 5 მოგების წილ, 9 მარცხი გააჩნია და მაკე-კოში ანუ უარყოფითი ბალანსი გაფორმებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ ბაშოზე წოდებით დაქვეითებული გამოვა.

ქართველი ნაცუ ბაშოზე ბოლო ორთაბრძოლას ხვალ.ჩაატარებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *