სექტემბერი 26, 2022

 

თბილისის “დინამო” უეფას წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი წააგო. ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდა, როდესაც ამის შესახებ სტატია AP-მა დაწერა.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უკვე მიღებული გადაწყვეტილება “დინამოს” სასარგებლოდ არ შეიცვლება, რადგან გუნდის გულშემატკივრის ბანერზე რასისტული ნიშნები ჩანდა.

2019 წელს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, “დინამომ” საკუთარ მოედანზე აზერბაიჯანული “გაბალა” მიიღო, მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა (3:0) და მომდეევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
აღნიშნულ შეხვედრაში გულშემატკივარმა გამოფინა ბანერი “88”, რასაც შემდეგ ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენების დანაშაული ეწოდა.

ამის გამო, “დინამომ” ევროპა ლიგაზე, “ფეიენოორდის” წინააღმდეგ, მომდევნო საშინაო მატჩი ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.