ქართველი რიკიში ტოჩინოშინი სუმოს წლის მე-3 სუპერტურნირ ნაცუ ბაშოს ძალიან ცუდად ატარებს.
დღეს, ლევან გორგაძე ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში გამართულ ორთაბრძოლაში მე-2 მაეგაშირა იაპონელ ტობიძარუსთან დამარცხდა.
ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა დაძაბულ დაპირისპირებაში ჩვენებური დოჰიოდან იორიკირით გადადგა.
ქართველ სუმიტორს ამჟამად, 4 მოგების წილ, 9 მარცხი გააჩნია და მომავალ ბაშოზე მე-7 მაეგაშირას წოდებიდან გვარიანი დაქვეითება ელის.
ხვალ, ტოჩინოშინი მე-16 მაეგაშირა ჩიომარიუს შეხვდება.
ჩიომარიუ მაისი ბაშოზე კარგად გამოდის. მას 8:5 ბალანსი გააჩნია.