აგვისტო 19, 2022

ინგლისის პრემიერლიგის 2020/21 წლების სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი.

ინგლისის ჩემპიონის ბედი რამდენიმე ტურით ადრე გაირკვა. პირველი ადგილი პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა ,,მანჩესტერ სიტიმ” დაისაკუთრა.

პრემიერლიგის ვიცეჩემპიონი ,,მანჩესტერ იუნაიტედი” გახდა. ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდს 71 ქულა გააჩნია და მე-2 ადგილს ვერავინ შეეცილება.

აი ჩემპიონთა ლიგის ორ ვაკანტურ საგზურს კი ბოლო ტურის წინ 3 მსურველი ,,ჩელსი”, ,,ლივერპული” და ,,ლესტერი” ჰყავს.  ამ დროისთვის ,,არისტოკრატებს” 67 ქულა გაააჩნიათ და მე-3 საფეხურზე არიან.

66-66 ქულით IV-V ადგილებს მერსესაიდელები და ,,მელიები” იყოფენ.

ბოლო ტურში ,,ჩელსი” სტუმრად, ,,ასტონ ვილას”  შეხვდება.

,,ლივერპული” ურთიერთობას საკუთარ კედლებში ,,კრისტალ პალასთან” გაარკვევს, ხოლო ,,ლესტერი” კი  ლონდონის ,,ტოტენჰემს” შინ, დაუპირისპირდება.

დაძაბული ბრძოლებია მოსალოდნელი ევროპა ლიგის საგზურისთვისაც, სადაც ერთ ადგილზე პრეტენზიას 4 გუნდი ,,ვესტ ჰემი”, ,,ტოტენჰემი”, ,,ევერტონი” და ,,არსენალი” აცხადებს.

პრემიერლიგიდან გავარდნილი სამივე გუნდი ცნობილია მომავალ სეზონში რანგით დაბალ პრემიერშიფში ,,შეფილდ იუნაიტედი”, ,,ვესტ ბრომვიჩი” და ,,ფულემი” ითამაშებენ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.