
,,პსჟ” საფრანგეთის თასის მფლობელი გახდა.
პარიზის, ,,სენ დენის” სტადიონზე გამართულ ფინალურ დაპირისპირებაში
,,პსჟ”-მ ,,მონაკოს” 2:0 სძლია.
პარიზელებმა პირველი გოლი მე-19 წუთზე გაიტანეს. კილიან მბაპეს პასით მონაკოელების კარი არგენტინელმა მაურო იკარდიმ დალაშქრა.
81-ე წუთზე კილიან მბაპემ ანგარიში ორამდე გაზარდა. ფრანგ ფორვარდს გოკის გატანაში არგენტინელი ანხელ დი მარია დაეხმარა.
,,პსჟ” ამ გამარჯვებით შემდეგ ისტორიაში საფრანგეთის თასის 14-გზის მფლობელია.