აგვისტო 18, 2022

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე თავისუფალი ჭიდაობის ევროპის 23-წლამდელთა პირველობაზე საქართველოს ჯამში 7 მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ამ წუთებში ბრინჯაოს მედლისთვის ოთხი ქართველი რამაზ თურმანიძე (57 კგ), გიორგი ელბაქიძე (70 კგ), გოგა მამიაური (79 კგ) და ლუკა ხუჭუა (97 კგ) იბრძვის.

ხვალ, კი კონტინენტის პირველობის 61 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში თეიმურაზ ვანიშვილი სომეხ რაზმიკ პაპონიანს დაუპირისპირდება.

ბრინჯაოს მედლის მოპოვებას კი  ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ) და მირიან მაისურაძე  (92 კგ) შეეცდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.