მარტი 28, 2024

იტალიის ქალაქ პარმაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე პირველი წრე წარმატებით ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა გადალახა.

ყველა დროის ერთ-ერთმა საიკეთესო ჩოგბურთელმა იტალიელი ლიზა პიგატო დაამარცხა.

39 წლის ვეტერანმა მასზე 22 წლით უმცროს მოწინააღმდეგეს 2-სეტში 6-3, 6-2 სძლია.

სერენა უილიამსი ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა. იქ კი მისი მოწინააღმდეგე ჩეხი კატერინა სინიაკოვა იქნება.

აპენინურ კორტებზე ამერიკულ-ჩეხური დუელი 18 მაისს, შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *