აგვისტო 19, 2022

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა ცუდი სეზონის გამო, მოთამაშეთა სიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებს გეგმავს.

“Mundo Deportivo”-ს თანახმად, ზაფხულში შესაძლოა გუნდი 14-მდე ფეხბურთელმა დატოვოს. ამ მოთამაშეთა შორის არიან: მეკარე ნეტო, მცველები სამუელ უმტიტი და ჯუნიორ ფირპო, ნახევარმცველები მირალემ პანიჩი, ფელიპე კოუტინიო და მათეუს ფერნანდესი, ასევე ფორვარდი მარტინ ბრაითვაიტი.

ისინი გეგმავენ, როგორც ფეხბურთელების გაყიდვას, ასევე იჯარით ან გარიგებით გაცვლას.

ამგვარი ქმედებების მიზანია უკეთესი მოთამაშეებისათვის ადგილის გათავისუფლება, აგრეთვე ხელფასების დაზოგვა. ამ მიზეზით, ასევე განიხილება კონტრაქტების შეწყვეტაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.