სექტემბერი 26, 2022

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუმოს წლის მე-3 სუპერტურნირ ნაცუ ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ლევან გორგაძემ მე-2 გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინის შიკონას მქონე სუმიტორმა მე-9 მაეგაშირა კაგაიაკი დრამატულ ორთაბრძოლაში დაამარცხა.

ჩვენებურმა ამომავალი მზის ქვეყნის შვილი დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

ლევან გორგაძე მაისის ბაშოზე 2 მოგების წილ, 4 მარცხი გააჩნია.
იმისათვის, რომ ტურნირზე კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსი დააფიქსიროს, კიდევ 6 მოგება სჭირდება.

ხვალ, ტოჩინოშინი მე-3 გამარჯვების მოპოვებას ექს-კომუსუბი შოთა ენდოსთან შეეცდება.
მე-9 მაეგაშირა ენდოს მიმდინარე ბაშოზე 4-1 ბალანსი აქვს.

ესეც ტოჩის გამარჯვების ვიდეო: https://adjarasport.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.