მარტი 29, 2024

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირ წაცუ ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა რიგით მე-3 მარცხი განიცადა.

მე-7 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ჩვენებურმა მე-6 მაეგაშირა იაპონელ ჰიდენოუმისთან წააგო.

ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა ლევან გორგაძე დოჰიოდან იორიკირით გადადგა.

ქართველს ამ დროისთვის 1 მოგება და 3 მარცხი აქვს კაჩი+კოშის ანუ დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად კიდევ 7 მოგებაა საჭირო.

ხვალ, ტოჩინოშინი მე-5 მაეგაშირა მეისეის დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *