აგვისტო 19, 2022

პაოლო მალდინი — იტალიელი ფეხბურთელი.

თამაშობდა იტალიის ეროვნულ ნაკრებსა და „მილანში“ მარცხენა განაპირა და ცენტრალურ მცველად.

პაოლომ მთელი კარიერა მხოლოდ ერთ კლუბში, „მილანში“ გაატარა. ამ ხნის განმავლობაში საკლუბო დონეზე უამრავი ტიტული მოიგო. 5-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, აქედან ორჯერ გუნდის კაპიტნის რანგში. ევროპისა და იტალიის სუპერთასი მოგებული აქვს ყველაზე მეტჯერ, — 5-ჯერ. 2005 წლის ლიგის ფინალში ,,ლივერპულის” წინააღმდეგ 58-ე წამზე ანგარიში გახსნა, რაც ამ ტურნირის ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია. კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მისი სამნომრიანი მაისურით „მილანში” აღარავინ ითამაშებს.

სანაკრებო დონეზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მოგებული აქვს ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. ითვლება თავისი დროის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად და ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ მცველად. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 54-ე ადგილზე დასახელდა.

გამოყენებული მასალა – ვიკიპედია

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.