აგვისტო 18, 2022

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ორი გრანდი ,,იუვენტუსი” და ,,მილანი” დაუპირისპირდნენ.

ტურინის, ,,ალიანს სტედიუმზე” გამართული ორთაბრძოლა მილანელებმა შესანიშნავად ჩაატარეს და მეტოქეს 3:0 სძლია.

,,ბებერი ქალბატონის” კარში გოლები ესპანელმა ბრაჰიმ დიასმა, ხორვატმა ანტე რებიჩმა და ინგლისელმა ფიკაიო ტომორიმ გაიტანეს.

ანგარიში ,,მილანის” სასარგებლოდ უფრო მეტიც იქნებოდა, თუმცა 58-ე წუთზე კოტ’დიუარელმა ფრენკ კესიმ პენალტი ვერ გამოიყენა.

ამ ტურის შემდეგ ,,მილანს” და ,,ატალანტას” 72-72 ქულები აქვთ და სატურნირო ცხილში II-III ადგილებს იყოფენ.
,,იუვენტუსი” კი 69 ქულით მე-5 ადგილზე გახლავთ.

,,იუვენტუსი” 0:3 ,,მილანი”
45+1′ დიასი (0-1), 78′ რებიჩი (0-2), 82′ ტომორი (0-3)
გამოუყენებელი პენალტი: 58′ კესი (,,მილანი”)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.