
NBA-ს რეგულარული პირველობის მატჩში გოგა ბითაძის ,,ინდიანა პეისერსი” უშუალო კონკურენტ ,,ვაშინგტონ ვიზარადსსთან” ოვერტაიმში 132:133 დამარცხდა.
ბითაძემ მატჩში 15:42 ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.
დიდებული შეხვედრა ჩაატარა ,,ვაშინგტონის” კალათბურთელმა ბრედლი ბილმა. მან 50 ქულა მიითვალა და მატჩის MVP გახდა.
,,ინდიანა პეისერსს” ამ დროისთვის 31 მოგება და 36 წაგება გააჩნია.
გოგა ბითაძის გუნდი მე-10 ადგილამდე დაქვეითდა.