ოქტომბერი 6, 2022

,,სევილიას” მთავარი.მწვრთნელი ხულენ.ლოპოტეგი, ,რეალთან” დაპირისპირების წინ ესპანურ გამოცემა ,,el mundo deportivo”-ს გაესაუბრა.

ესპანელმა სპეციალისტმა ,,სამეფო კლუბთან” მომავალ მატჩზე ისაუბრა და ასევე ანდალუსიელების განვლილი სეზონი შეაფასა.

ლოპოტეგი აცხადებს, რომ ,,რეალთან” გამარჯვებისთვის იბრძოლებენ და არაფერს არ დათმობენ.

ხულენი სეზონის შეფასებისას ოდნავ უკმაყოფილოა და ამბობს, რომ  ევროთასებზე უკეთესად გამოსვლა შეიძლებოდა.

ხულენ.ლოპოტეგი: ,
,მადრიდში ,,რეალის” წინააღმდეგ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. ჩვენ მოედანზე შემართებით გავალთ და გამარჯვების მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ.
მართალია, ,,რეალს” 3 ქულა ძალიან სჭირდება, რადგან ლა ლიგის ჩემპიონობისთვის დიდ დაპირისპირებაშია ჩართული, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს.
,,სევილიამ” ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე გაინაღდა, თუმცა ესპანეთის ჩემპიონობის მცირე შანსს ისევ ვინარჩუნებთ. ამისათვის სტუმრად, ,,რეალს” უნდა მოვუგოთ. რთული ამოცანაა, მაგრამ არა შეუძლებელი.
,,რეალის” მწვრნელობა?
ეს არ იყო ჩემს კარიერაში საუკეთესო პერიოდი.

წელს ,,სევილია” ლა ლიგაზე ნორმალურად გამოდის, თუმცა ევროთასებზე მეტის გაკეთება შეგვეძლო.
ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში
,,დორტმუნდთან” ორი მატჩის ჯამში დასანანი მარცხი განვიცადეთ” -აცხადებს ხულენ ლოპოტეგი.

ლა ლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში ,,სევილია” პრინციპულ მატჩში სტუმრად, მადრიდში, ,,რეალს” დაუპირისპირდება.

ორთაბრძოლა 9 მაისს, გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.