მარტი 28, 2024

დიდი 10-ის 2020/2021 წლების გარდამავალი ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. დარჩენილია ორი გადადებული მატჩი, რეგულარული გათამაშების დასკვნითი ტური და ფლეი ოფები.

იმისათვის, რომ შიდა ჩემპიონატის დონე და ხარისხი ამაღლდეს, საქართველოს რაგბის კავშირი გარკვეული ღონისძიებების გატარებას გეგმავს. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა, როგორც კლუბების სტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე დისციპლინის კუთხით.

„ზედა ექვსეულში დიდი კონკურენციაა და იმედი გვაქვს, რომ ფლეი ოფებში ხარისხიან რაგბს ვიხილავთ. ჩვენ ვმუშაობთ შიდა ჩემპიონატის, კლუბების დონის ამაღლებაზე და ამ კუთხით გარკვეული ღონისძიებების გატარებას ვაპირებთ. აუცილებელია დაიხვეწოს კლუბების სტრუქტურა. კლუბებისთვის კონკრეტული პოზიციები იქნება სავალდებულო, რაც მათ პროფესიონალიზმის ამაღლებაში დაეხმარება. ასევე გვსურს შიდა რეგულაციების შემოღება, რათა აიწიოს თამაშების ტემპი და ამ რეგულაციების შესახებ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გავაჟღერებთ“ – ამბობს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე და აღნიშნავს, რომ გამკაცრდება დისციპლინაც:

„ჩემპიონატის დონისა და თამაშების ხარისხის ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამსაჯო კორპუსი, რომელიც ბოლო პერიოდში მეტად განვითარდა. ამ მიმართულებით რაგბის კავშირმა სერიოზული ინვესტიციები განახორციელა და არავის მივცემთ მათი დისკრედიტაციის უფლებას. ქართველი მსაჯების კვალიფიკაცია მაღალია და ისინი რეგულარულად მსაჯობენ უმაღლესი დონის ევროპულ ტურნირებს, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე. ნიკა ამაშუკელი და შოთა თევზაძე საერთაშორისო დონის მსაჯები არიან და მათ გზას სხვა სპეციალისტებიც ადგანან, თუმცა ჩვენ კარგად გვესმის, რომ მეტი განვითარებისთვის აუცილებელია მსაჯების დონის კიდევ უფრო მეტად ამაღლება, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ“.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოს ჩემპიონატის სხვადასხვა დონეზე მსაჯების მიმართ რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი მოხდა და ყველა მათგანზე უმკაცრესი რეაგირება გვექნება. ეს ფაქტები უკვე განიხილა რაგბის კავშირის სადისიპლინო კომიტეტმა და მიიღო უმკაცრესი გადაწყვეტილება, რომელსაც იზიარებს რაგბის კავშირის გამგეობა. თავისმხრივ, რაგბის კავშირის გამგეობა განიხილავს ახალ, უფრო გამკაცრებულ სადისციპლინო კოდექსს, რომელიც სრულ თანხვედრაშია მსოფლიო რაგბის რეგულაციებთან.

ხვალ, 8 მაისს დიდი 10-ის ორი გადადებული შეხვედრა გაიმართება. ქვედა ექვსეულში ‘ლელო-სარასენსი’ მარნეულის ‘არმაზს’ 14 საათზე, „ლელო არენაზე“ უმასპინძლებს, ხოლო ზედა ექვსეულში, 16 საათზე ბოლნისის ‘ყოჩები’ კიკეთის ‘იუნკერებს’ „რაგბი პლატოზე“ ეთამაშება.

წყარო: rugby.ge

37 thoughts on “იოსებ ტყემალაძე: ,,ვმუშაობთ, კლუბების დონის ამაღლებაზე და ამ კუთხით გარკვეული ღონისძიებების გატარებას ვაპირებთ”

  1. An outstanding share! I’ve just forwarded this
    onto a friend who has been doing a little homework on this.
    And he actually bought me dinner simply because I found it
    for him… lol. So let me reword this…. Thanks for the meal!!
    But yeah, thanks for spending the time to
    discuss this topic here on your web site.

  2. Awesome site you have here but I was curious if you knew of any forums that cover the same topics discussed here?
    I’d really like to be a part of online community where I can get opinions from other
    knowledgeable individuals that share the same interest.
    If you have any recommendations, please let me know.
    Bless you!

  3. Fantastic goods from you, man. I have understand your stuff previous to and you are just extremely wonderful. I really like what you have acquired here, certainly like what you’re saying and the way in which you say it. You make it enjoyable and you still take care of to keep it wise. I can’t wait to read much more from you. This is really a terrific web site.|

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: you can check კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *