სექტემბერი 26, 2022

დღეს, ბათუმი არენაზე ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს “დინამო ბათუმი” და “დინამო თბილისი” დაუპირისპირდებიან.

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმელები მშობლიურ ქალაქს უბრუნდებიან და მატჩს ახალ სტადიონზე გამართავენ.

ბოლო ინფორმაციით, მატჩზე დასასწრები აბსოლუტურად ყველა ბილეთი გაყიდულია. შეხვედრას ფანები შეზღუდული რაოდენობის დაესწრებიან.

ეს მატჩი ორმაგად საინტერესო კიდევ იმიტომაა, რომ ორივე გუნდი ცხრილის სათავეშია და გასული სეზონების მსგავსად, ერთმანეთს ჩემპიონობისთვის ებრძვიან.

“გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, კარგია, რომ ამ სტადიონზე დავბრუნდით, მინდორიც საოცარია და თამაშისთვის მზად ვართ. ვიცით, რომ რთული თამაში გველოდება, მაგრამ აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებთ”, – განაცხადა მამუკა კობახიძემ.

“რაც ამ სტადიონზე ხდებოდა აქედან იღებენ ფეხბურთელები სიამოვნებას. ამ გულშემატკივრების გულისთვის 100%-ით დავიხარჯებით”, – ლაზარე კუპატაძე.

“ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ ბათუმთან თამაში გამორჩეული იქნება, რადგან სატურნირო ცხრილში ერთმანეთთან ახლოს ვართ. ვეცდებით, სხვაობა გავზარდოთ. თამაშს გულშემატკივრებიც დაესწრებიან და ყველაფერი იქნება იმისთვის, რომ ფეხბურთი ვითამაშოთ”, – “დინამო თბილისის” ფეხბურთელი თორნიკე მორჩილაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.