აგვისტო 18, 2022

დინამო თბილისის 18 წლის ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ მუხლის ტრავმა მიიღო.

Marca.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა შუახაზელმა დაზიანება ვარჯიშის დროს მიიღო, თუმცა საბედნიეროდ, მძიმე ტრავმას და მუხლის იოგის გაწყვეტას გადაურჩა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება გუნდს ლუკა გაგნიძე.

ლუკა გაგნიძე მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონებისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. 18 წლის შუახაზელმა 11-ჯერ ითამაშა, ერთხელ გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ტრავმიდან გამომდინარე, გაგნიძე დინამო თბილისს ეროვნული ლიგის მე-12 ტურში, ბათუმის დინამოს წინააღმდეგაც ვერ დაეხმარება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.