აგვისტო 16, 2022

სამშობლოში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირს პირველ ნომრად განთესილი რაფაელ ნადალი გამოეთიშა.

მადრიდის მასტერსის 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან წააგო

ზვერევმა მრისხანე მოწონააღმდეგეს 2-სეტში 6-4, 6-4 სძლია.

ალექსანდრ ზვერევი 1/2 ფინალში ავსტრიელ დომინიკ ტიმს დაუპირისპირდება.
ტიმმა საუკეთესო ოთხეულში ადგილი ამერიკელ ჯონ ისნართან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.

ტიმმა იანკი ვიზავი 3-სეტში 3-6, 6-3, 6-4 დაამარცხა.

მადრიდის მასტერსის 1/2 ფინალში ჩოგბურთელები ასე დაწყვილდნენ:
დომინიკ ტიმი (ავსტრია) : ალექსანდრ ზვერევი (გერმანია)

კასპერ რუუდი (ნორვეგია) : მატეო ბერეტინი (იტალია)

1/2 ფინალური ორთაბრძოლები 8 მაისს, გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.