აგვისტო 18, 2022

საქართველოს ნაკრების და “როტორის” ფეხბურთელი საბა კვირკველია   რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. „როტორის“ მცველმა ბოლო ტურში „ახმატთან“ მატჩი შესანიშნავად ჩაატარა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.
“გასულ ტურში კვირკველიამ თავის კარიერაში რეკორდული ავტოგოლი მიითვალა, თუმცა ამჯერად ის იდეალური და საიმედო იყო. მოიგო ყველა საჰაერო ორთაბრძოლა და არანაკლებ დამაჯერებელი იყო მიწაზეც. დროულად ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას და ერთი ერთზე თავის მოტყუების უფლებას არავის აძლევდა. გამოცდილი მცველი „როტორს“ მშრალი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა, რითიც პრემიერლიგაში დარჩენის შანსს ინარჩუნებენ. „ახმატთან“ მატჩში კვირკველიას ანგარიშზე 5 მოგებული ინდივიდუალური ორთაბრძოლა, 2 შეტევა, 2 ჩაჭრაა“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.