
დღეს, რუსეთის ქალაქ ყაზანის ჯუდოს გრან-სლემზე მედლები ვაჟებში -73 და -81, ხოლო გოგონებში -63 და -70 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება.
შეჯიბრების მე-2 დღეს ქართველებიდან ტატამიზე ლუკა კაპანაძე, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე -73 კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (-81 კგ) გამოვლენ.
წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება.
ფინალური ბლოკი 18:00 საათზეა დანიშნული.