
უეფას გოგონათა ჩემპიონთა ლიგაზე ფინალისტები გამოვლინდნენ.
გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ესპანური ,,ბარსელონა” და ინგლისური ,,ჩელსი” დაუპირდებიან.
კატალონიელებმა 1/2 ფინალში ,,პსჟ”-ს ორმატჩიანი დუელი 3-2 მოუგეს.
პარიზში მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
ესპანეთში კი ,,ბარსელონამ” 2:1 გაიმარჯვა.
,,ჩელსიმ” კი ,,ბაიერნთან” მიუნხენში 1:2 წააგო, თუმცა განმეორებით ორთაბრძოლაში ლონდონელებმა ბავარიელები 4:1 გაანადგურეს.
,,ბარსელონა” ფინალში მეორედ გავიდა. ,,ჩელსი” კი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ორთაბრძოლას ისტორიაში პირველად ჩაატარებს.
ერთ-ერთი გუნდი კი 16 მაისს, ფინალური მატჩის შემდეგ ჩემპიონთა თასს ისტორიაში პირველად აღმართავს.