აგვისტო 16, 2022

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი იაპონელი ნაომი ოსაკა მადრიდის მასტერსს გამოეთიშა.

ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა ესპანეთში მიმდინარე ტურნირის 1/16 ფინალში ჩეხ კაროლინა მუხოვასთან წააგო.

მუხოვამ ძლიერი მოწონააღმდეგე 3-სეტში 6-4, 3-6, 6-1 დაამარცხა.

კაროლინა მუხოვა 1/8 ფინალში გავიდა. იქ კი ბერძენ მარია საკარისა და ესტონელ ანეტ კონტავეიტის დუელში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.