ოქტომბერი 6, 2022

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურის შეხვედრაში ლიდერმა მადრიდის ,,ატლეტიკომ” მორიგი გამარჯვება იზეიმა.

დიეგო სიმეონეს ბიჭებმა სტუმრად, ,,ელჩე” 1:0 დაამარცხეს.

დედაქალაქელებმა ერთადერთი გოლი მატჩის 23-ე წუთზე გაიტანეს.
ბელგიელ იანიკ კარასკოს პასით თავი მარკოს ლორენტემ გამოიჩინა.

,,ატლეტიკომ” 75 ქულა დააგროვა და კონკურენტებს ,,რეალს” და ,,ბარსელონას” 4 ქულით გაუსწრო

,,რეალი” 34-ე ტურის შეხვედრას დღეს, შინ, ,,ოსასუნასთან” ჩაარებს.
,,ბარსელონა” კი ხვალ, სტუმრად, ,,ვალენსიას” დაუპირისპირდება.

,,ელჩე” 0:1 ,,ატლეტიკო”
23′ ლორენტე (0-1)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.