აგვისტო 19, 2022

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში ,,მანჩესტერ სიტიმ” მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

პეპ გვარდიოლას ბიჭებმა ლონდონში, ,,კრისტალ პალასი” 2:0 დაამარცხეს.

მატჩში ანგარიში 56-ე წუთზე არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ ფრანგ ბენჟამინ მენდის პასით გახსნა.

59-ე წუთზე კი თავი ესპანელმა ფერან ტორესმა გამოიჩინა.

,,მანჩესტერ სიტიმ” ამ გამარჯვებით 80 ქულა დააგროვა და უშუალო კონკურენტ ,,მანჩესყერ იუნაიტედს” 13 ქულით გაუსწრო.

,,წითელი ეშმაკები” 34-ე ტურის მატჩს 2 მაისს, მტერ-მეტოქე
,,ლივერპულთან” ჩაატარებენ.

,,კრისტალ პალასი” 0:2 ,,მანჩესტერ სიტი”
56′ აგუერო (0-1), 59′ ფერან ტორესი (0-2)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.