
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ეშლი ბარტიმ 1/16 ფინალური ბარიერი წარმატებით გადალახა.
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სლოვენიელი ტამარა ზიდანშეკი 3-სეტში 6-4, 1-6, 6-3 დაამარცხა.
შეხვედრა 2 საათი გაგრძელდა.
ეშლი ბარტი ტურნირის 1/8 ფინალში 19 წლის პოლონელ ჩოგბურთელ იგა სვიატეკს შეხვდება.