მარტი 29, 2024

,,საქართველოს მორაგბეთა ნაკრების რუსეთთან ყველა დაპირისპირება ნანახი გვაქვს, ვიცით, რა განწყობით გადიან მოედანზე და ჩვენც იგივე სულისკვეთებით გავალთ” – აცზადებს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ილიას ზუროსის ასისტენტმა მანუჩარ მარკოიშვილმა პირველი არხის” გადაცემა ,,ტაიმაუტში”.

მარკოიშვილმა კომენტარმა გადაცემაში ევრობასკეტის წილისყრაზე და კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების შანსებზე ისაუბრა.

მანუჩარ მარკოიშვილი:
,,ძალიან საინტერესო ჯგუფი შეიკრა. მწვრთნელთა შემადგენლობას მეტოქეებზე ნაფიქრი გვქონდა, თუმცა ერთი ფაქტია – ევროპის ჩემპიონატზე სუსტი მეტოქე არ არსებობს. ბევრი სამუშაო გვექნება, რომ ყველა მატჩს სათანადოდ მომზადებულები შევხვდეთ.

აღვნიშნავ, რომ პირველი მატჩი ყოველთვის ბევრს ნიშნავს. გახსნის შეხვედრაში ჩვენი მეტოქე ბელგია იქნება. სხვათა შორის, ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში სწორედ ბელგიელებს დავუპირისპირდით და გავიმარჯვეთ. იგივეს გამეორება ჩვენი სტარტისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ჯგუფის ბოლო თამაში 8 სექტემბერს რუსეთთან გველის.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების რუსეთთან ყველა დაპირისპირება ნანახი გვაქვს, ვიცით, რა განწყობით გადიან და ჩვენც იგივე სულისკვეთებით გავალთ სათამაშოდ. თუმცა, საქართველოს ნაკრებს არასოდეს აკლია მოტივაცია და ბრძოლის ჟინი.

ევრობასკეტამდე დიდი დროა და ჩვენი მიზანია, ნაკრები ამ ღონისძიებას სრული შემადგენლობით შეხვდეს.
სწორედ ამის შემდეგ შეგვეძლება გათვლების გაკეთება და იმედებზე ლაპარაკი.

დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო ეტაპზე გავალთ, თუმცა ჩემთვის დასაფიქრებელია, რომ 1/4 ფინალში B ჯგუფის წარმომადგენელს ვხვდებით. ამ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატის არაერთი ფავორიტია შეკრებილი.

A ჯგუფის მატჩების საქართველოში გამართვა მიხარია თითოეული ახალგაზრდის გამო, რომლებსაც საშუალება მიეცემათ არა ტელევიზიით, არამედ უშუალოდ ტრიბუნებიდან ადევნონ თვალი ევროპის კალათბურთის ვარსკვლავების თამაშს.” – აცხადებს მანუჩარ მარკოიშვილი გადაცემა ,,ტაიმაუტში”.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში მოხვდა.
ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგეები
ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *