
ესპანეთის საკალათბურთო ლიგის
34-ე ტურის შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა გაიბრწყინა.
,,ტენერიფეს” ცენტრმა
,,გიპუსკოასთან” გამართულ მატჩში 24:39 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 24 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 36 შეადგინა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მატჩის MVP გახდა.
,,ტენერიფემ” კი მეტოქე 29-ქულიანი სხვაობით 98:69 გაანადგურა და ACB ლიგის სატურნირი ცხრილში მე-3 ადგილზე დამკვირდდა.
კანარის კუნძულელებს
26 მოგების წილ, 7 მარცხი გააჩნიათ.