მარტი 29, 2024

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში ,,მანჩესტერ სიტიმ” ,,პსჟ” დაამარცხა და განმეორებითი მატჩისთვის კარგი განწყობა შეიქმნა.

პარიზის, ,,პარკ დე ფრენსის” სტადიონზე გამართულ ორთაბრძოლაში პეპ გვარდიოლას ბიჭებმა 2:1 გაიმარჯვეს.

პარიზელები მე-15 წუთზე დაწინაურდნენ.
არგენტინელ ანხელ დი მარიას კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მეტოქის კარში გუნდის ბრაზილიელმა კაპიტანმა მარკინიოსმა თავით გადაგზავნა.

64-ე წუთზე ,,სიტის” ფეხბურთელებმა წონასწორობა აღადგინეს.
,,პსჟ”-ს კოსტა რიკელმა მეკარემ შეცდომა დაუშვა და ბელგიელ კევინ დე ბრუინის დარტყმულზე დროული რეაგირება ვერ მოახდინა.

71-ე წუთზე ხოსეპ გვარდიოლას ბიჭებმა მე-2 გოლი გაიტანეს. ჯარიმიდან მეტოქის კარი ალჟირელმა რიად მაჰრეზიმ დალაშქრა.

78-ე წუთზე გაჭირვებულ პარიზელებს ,,ქვა აღმართში დაეწიათ”.
მსაჯმა უხეშობისთვის მოედნიდან ,,პსჟ”-ს სენეგალელი ნახევარმცველი ინდრისა გეიე გააძევა.

დარჩენილ დროში მეტი გოლი აღარ გასულა.

ჩემპიონთა ლიგა
1/2 ფინალი
პარიზი, ,,პარკ დე ფრენსი”

,,პსჟ” (საფრანგეთი) 1:2
,,მანჩესტერ სიტი” (ინგლისი)
15′ მარკინოსი (1-0), 64′ დე ბრუინი (1-1), 71′ მაჰრეზი (1-2)
გაძევება: 78′ გეიე (,,პსჟ”)

,,პსჟ”: ნავასი, ფლორენცი, მარკინოსი, კიმპემბე, ბაკერი, გეიე, პარედესი (83′ ერერა), დი მარია (80′ დანილო), ვერატი, ნეიმარი, მბაპე
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

,,სიტი”: ედერსონი, უოლკერი, სტოუნსი, დიასი, კანსელო (61′ ზინჩენკო), გუნდოგანი, როდრი, დე ბრუინი, მაჰრეზი, ფოდენი, ბერნანდო სილვა
მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

,,მანჩესტერ სიტისა” და ,,პსჟ”-ს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებითი შეხვედრა 4 მაისს, გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *