
გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის 1/8 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი დანიელ ელაი გალან რივეროსს დაუპირისპირდება.
კოლუმბიელმა ჩოგბურთელმა შეჯიბრების პირველ წრეში ამერიკელ სებასტიან კორდას 2-სეტში 6-1, 7-6 სძლია.
რივეროსი ATP-ს რეიტინგის 115-ე ჩოგანი გახლავთ.
მას ნიკოლოზ ბასილაშვილი აქამდე არასდროს შეხვედრია.
ბასილაშვილისა და დანიელ ელაი გალან რივეროსის ორთაბრძოლა 29 აპრილს, შედგება.
ქართულ-კოლუმბიური დუელი თბილისის დროით 12:00 საათზეა დანიშნული.