აგვისტო 18, 2022

,,ლაიფციგის” მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი მომავალ სეზონში სათავეში მიუნხენის ,,ბაიერნს” ჩაუდგება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,tranfermark.com” ავრცელებს.

33 წლის სპეციალისტს
,,ლაიფციგთან” მოქმედი კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებდა, აქედან გამომდინარე ბავარიელებს კონპენსაციის გადახდა მოუწევს.
,,ბაიერნს” ნაგელსმანის საკუთარ გუნდში ხილვა 25 მილიონო ევრო დაუჯდება.

იულიან ნაგელსმანმა სამწვრთნელო კარიერა 2013 წელს ,,ჰოფენჰაიმის” მთავარი მწვრთნელი ასისტენტის რანგში დაიწყო.
შემდეგ ამავე კლუბის ახალგაზრდულ გუნდს ხელმძღვანელობდა.
2015-2019 წლებში კი ,,ჰოფენჰაიმის” მთავარი მწვრთნელი გახდა.
2019 წლიდან დღემდე კი ,,ლაიფციგის” თავკაცია.

რაც შეეხება ,,ბაიერნის” ამჟამინდელ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკს, ის სავარაუდოდ, კარიერას გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში გააგრძელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.