ოქტომბერი 6, 2022

რუსეთის ქალაქი ყაზანი 5-7 მაისს ჯუდოს გრან-სლემს უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა შეჯიბრებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ქართველებიდან რუსეთში წონის ლიდერები არ გამოვლენ.
ერთადერთი გამონაკლისი 60 კილოგრამ წონით კატეგორია იქნება, სადაც მსიფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი იასპარეზებს.

ყაზანის გრან-სლემზე ქართველებიდან ერთადერთი გოგონა ტატიანა ლევიცკა-შუკვანი იქნება. იგი ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად იბრძვის და მისთვის ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია.

ქართველები რუსეთში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრებიან:

ვაჟები
60 კგ
ლუხუმ ჩხვიმიანი

66 კგ
გიორგი თუთაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი

73 კგ
ნუგზარ ტატალაშვილი

81 კგ
ვლადიმერ ახალკაცი

90 კგ
ლუკა მაისურაძე, იმედა გოგოლაძე

100 კგ
ონისე სანებლიძე

+100 კგ
საბა ინანეიშვილი

ქალები
52 კგ
ტატიანა ლევიცკა-შუკვანი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.