აგვისტო 10, 2022

მილანის ,,ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ,,ვერონასთან” დასრულებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

,,ინტერის” თავკაცი დარწმუნებულია, რომ იტალიის ჩემპიონის ტიტული 95%-ით მისი გუნდისაა.

კონტეს აზრით, ,,ინტერის” ხელმძღვამელობამ
ბოლო ორი წლის განმავლობაში ფეხბურთელებთან ფსიქოლოგიური კუთხით კარგად იმუშავა და ამ მუშაობის შედეგიც სახეზეა.

ანტონიო კონტე: ,,ძალიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.
,,ვერონასთან” გამარჯვებით არა 3, არამედ 9 ქულა ავიღეთ.

რატომ გავიქეცი გოლის შემდეგ ფეხბურთელებთან ჩასახუტებლად? იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გავიტანეთ და სკუდეტო
95%-ით უკვე ჩვენია.

ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ დიდი სამუშავო შევასრულეთ.
ფეხბურთელებთან ფსიქოლოგიური კუთხით კარგად ვიმუშავეთ და შედეგიც სახეზეა.

„ინტერი“ წლების განმავლობაში კონკურენტუნარიანი გუნდი არ იყო.

შარშან კი ევროპა ლიგის ფინალში გავედით და ჩემპიონატში მეორე ადგილი დავიკავეთ.

წელს კი სკუდეტოსთან  ძალიან ახლოს ვართ.
,,ინტერს” იტალიის ჩემპიონატი უკვე 11 წელი არ მოუგია და ბედნიერი ვარ, რომ ამას ჩემთან ერთად გააკეთებს”- აცხადებს ანტონიო კონტე პრესკონფერენციაზე.

,,ინტერმა” ,,ვერონა”მატეო დარმიანის გოლით 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში 5 ტურით ადრე ,,ატალანტას” 11 ქულით, ხოლო ,,მილანს” და ,,იუვენტუსს” 13 ქულით გაუსწრო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.