აგვისტო 19, 2022

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 32-ე ტურის მატჩში ,,ბარსელონამ” გასვაზე, ,,ვილიარეალს” 2:1 სძლია და საჩემპიონო ბრძოლას აგრძელებს.

26-ე წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს.
პაუ ტორესის პასით თავი ნიგერიელმა სამუელ ჩუკვუეზემ გაიტანა.

ამის შემდეგ შეხვედრაში კატალონიელთა ფრანგი ფეხბურთელის ანტუან გრიზმანის ბენეფისი შედგა.
გრიზმანმა 28-ე და 35-ე წუთებზე დუბლი შეასრულა.

დარჩენილ დროში მეტი გოლი აღარ გასულა.
,,ბარსელონამ” გამარჯვება მოიპოვა და მტერ-მეტოქე ,,რეალს” ქულებით დაეწია.
მსოფლიო ორი გრანდი ლა ლიგაში II-III ადგილებს იყოფს.
ჩემპიონატის ლიდერი კი 73 ქულით მადრიდის ,,ატლეტიკოა”
,,ვილიარეალი” 1:2 ,,ბარსელონა”
26′ ჩუკვუეზე (1-0), 28′ 35′ გრიზმანი (1-2)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.