
მომავალი სეზონიდან სარაგბო კლუბი ,,ყაზბეგი” ,,ლიდერბეთ დიდ 10″-ში იასპარეზებს.
მოხევეებმა პირველი ლიგის დასკვნით მატჩში, ,,ავჭალის” სტადიონზე ,,არმიას” დაუპირისპირდა და 26-21 გაიმარჯვა, რითაც კლუბის ისტორიაში პირველად, დიდი 10-ის საგზური პირველად, მოიპოვა..
რაც შეეხება რაგბის კლუბ ,,არმიას”, მათ უმაღლეს ლიგაში დასაწინაურებლად, ორმატჩიან ფლეი-ოფში ,,დიდი 10″-ის ქვედა ექვსეულის მესამე ადგილოსანს უნდა სძლიოს.
კლუბის მეტოქე რეგულარული სეზონის ბოლო ტურში გაირკვევა, ხოლო ფლეი-ოფის თარიღი ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.