ოქტომბერი 6, 2022

ცნობილი გახდა რომ პანდემიისა და კატასტროფული ეკონომიური სიტუაციის მიუხედავად, უეფა-ს პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის ხელფასები გაიზარდა.

Calcio Finanza-ს მონაცემებით, უეფა-ს პრეზიდენტის ალექსანდერ ჩეფერინის ხელფასი 450 ათასი ევროთი გაიზარდა. გასულ სეზონში სლოვენიელმა ჩინოვნიკმა 2.19 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

ასევე ირკვევა, რომ უეფა-ს გენერალური მდივნის ტეოდორ ტეოდორისის ხელფასის მატებამ 164 ათასი ევრო შეადგინა და ჯამში თანხამ 1.23 მილიონ ევროს გაუტოლდა.

მეორეს მხრივ, 12.5 ათასით შემცირდა ვიცე-პრეზიდენტის ხელფასი და 8 ათასით აღმასრულებელი კომიტეტის წევრების.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.