სექტემბერი 30, 2022

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 31-ე ტუროს მატჩში ჩემპიონობისთვის მებრძოლმა მადრიდის ,,რეალმა” მოროგი გამარჯვება იზეიმა და ლა ლიგის ლიდერი გახდა.

,,სამეფო კლუბმა” სტუმრად, ,,კადისთან” 3:0 მოიგო.

მადრიდელთა ფრანგმა ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ შესანიშნავად ითამაშა. მან დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე პასი მიითვალა.

ბენზემამ 30-ე წუთზე ბრაზილიელ ჟუნიორ ვინისიუსის წაქცევისთვია დანიშნული პენალტი გამოიყენა და ,,რეალი” დააწინაურა.

33-ე წუთზე ბენზემას პასით ლა ლიგაში სადებიუტო გოლი ალვარო ოდრიოსოლამ გაიტანა.

მე-40 წუთზე კი ქარიმ ბენზემამ დუბლი გაიფორმა.
მას გოლის გატანაში ბრაზილიელი კაზემირო დაეხმარა.

,,რეალმა” ამ გამარჯვებით 70 ქულა დააგროვა და თანაქალაქელ
,,ატლეტიკოს” დაეწია.
,,ბარსელონა” კი 65 ქულით მე-4 ადგილზეა, თუმცა კატალონიელებს კონკურენტებთან შედარებით 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

,,კადისი” 0:3 ,,რეალი”
30′ ბენზემა (0-1), 33′ ოდრიოსოლა (0-2), 40′ ბენზემა (0-3)

,,ლევანტე” 0:1 ,,სევილია”
53′ ენ ნასირი

,,ოსასუნა” 3:1 ,,ვალენსია”
13′ კალვო მარტინესი (1-0), 30′ გამეირო (1-1), 32′ კალერი (2-1), 67′ რობერტო ტორესი (3-1)
გამოუყენებელი პენალტი: 65′ რობერტო ტორესი (,,ოსასუნა”)

,,ბეტისი” 0:0 ,,ბილბაო”
გაძევება: 11′ ფეკირი (,,ბეტისი”)

,,ალავესი” 1:1 ,,ვილიარეალი”
17′ ხოსელუ (1-1), 59′ ალკასერი (1-1), 80′ მენდესი (2-1)

,,ელჩე” 1:1 ,,ვალიადოლიდი”
22′ ფიდელი (1-0), 86′ ოლასა (1:1)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.