შტუტგარტის საჩოგბურთო ტურნირს ეკატერინე გორგოძე დაემშვიდობა.
ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან გერმანელ ანჟელიკ კერბერთან უშანსოდ, წააგო.
კერბერმა გორგოძეს ჩოგბურთის უფასო გაკვეთილი ჩაუტარა და 2-სეტში 6-2, 6-2 სძლია.
გერმანელმა ჩვენებურთან გამარჯვებას სულ რაღაც 1 საათი და 13 წუთი მოანდომა.
ანჟელიკ კერბერი ტიტულოვანი ჩოგბურთელია. მას 4 ,,დიდი მუზარადის” ტურნირიდან 3 აქვს მოგებული.
ასევე რიოს ოლიმპიადაზე მისი მოპოვებული ვერცხლის მედალიც არ უნდა დავივიწყოთ.
კერბერი შტუტგარტის ტურნირის 1/8 ფინალში მე-4 ნომრად განთესილ უკრაინელ ელინა სვიტოლინას შეხვდება.