მარტი 29, 2024
marca.ge გაესაუბრა სსიპ აფხაზეთის N 5 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ნატო ბენდელიანს. მან სკოლაში და საზოგადოებაში სპორტის მეტად განვითარების როლზე გაამახვილა ყურადღება, რისთვისაც მეტი მხარდაჭერაა საჭირო.
სკოლა გაიხსნა 1997 წლის სექტემბერში, მდებარეობს ქ. ქუთაისში, ზ. ჭავჭავაძის 6/ა.
..მომავალი თაობის აღზრდაში უდიდესი როლი ეკისრება სპორტს, რაც ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩამოყალიბებასა და დანერგვას.
ჩვენს სკოლაში სპორტის გაკვეთილებს 1-4 კლასებში 3 საათია, 5-12 -ში 2 საათი. დაწყებითებში საკმარისია, ზედა კლასებში კი სასურველია დაემატოს თითო საათი.
სკოლაში ეუფლებიან ხელბურთს, მინიფეხბურთს და ფრენბურთს.
სკოლა მცირეკონდიგენტიანია, რის გამოც მწირი შესაძლებლობები აქვს დაფინანსების მხრივ.
თუმცა, მიუხედავად ამისა, სასკოლო ოლიმპიადებსა და ფესტივალებში ვღებულობთ მონაწილეობას და წარმატებებიც გვაქვს
შესაძლებლობის შემთხვევაში, პირველ რიგში მოვაწესრიგებდი ინფრასტრუქტურას და შევიძენდი ყველა საჭირო ინვენტარს, მაგრამ…”  – ნატო ბენდელიანი.
საუბრის დასასრულს ქალბატონმა ნატომ ისიც აღნიშნა, კარგი იქნება ამ ყველაფრის განსავითარებლად სპონსორი თუ გამოჩნდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *