აგვისტო 18, 2022

ინგლისის პრემიერლიგის გუნდებმა მანჩესტერ სიტიმ”, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, „ლივერპულმა“, „ჩელსიმ“, „არსენალმა“ და „ტოტენჰემმა” ევროპის სუპერლიგის პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

ამის შესახებ კლუბებმა შესაბამისი განცხადება ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოაქვეყნეს.

ექვსივე კლუბს ორიოდე დღის ახალი ტურნირში მონაწილეობაზე თანხმობა ჰქონდა მიცემული და ევროპის სუპერლიგის დამფუძნებლებიც იყვნენ.

ინგლისური გუნდების გარდა ახალ ტურნირში მონაწილეობას „რეალი“, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „იუვენტუსი“, „მილანი“ და „ინტერი“ აპირებდნენ.
მათ ამ დროისთვის პროექტში მონაწილების შესახებ განცხადება არ გაუვრცელებიათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.