აგვისტო 19, 2022

ევროპის ჩემპიონმა ქართველმა ჯუდოკა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე კომენტარი გააკეთა.

ბექაური უფალს მადლობას სწირავს და აცხადებს, რომ უფლის გვერდზე დგომას იმ დღეს, როდესაც ევროპის ჩემპიონი გახდა ყოველ წამს გრძნობდა.

ახალაგაზრდა ჯუდოკა ქართველებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ბრძოლის ველზე უკან დახევის უფლება არ აქვს, რადგან მის უკან სამშობლო და ქართველები დგანან.

ლაშა ბექაური: ,,მადლობა უფალს, რადგან მის გვერდით დგომას ყოველ წამს ვგრძნობდი ამ ბედნიერ დღეს.
მადლობა ჩემს ძვირფას ქართველებს ქვეყნის შიგნით და მის გარეთ.
უბედნიერესი ვარ დღეს იმით, რომ მათი გულების გახარების მიზეზი გახდა ჩემი ეს გამარჯვება.
მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!
და არ შემიძლია, ერთი წამითაც კი უკან დავიხიო ბრძოლის დროს, რადგან ვიცი, რომ ჩემს უკან დგახართ!
ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოდით,ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ყოველთვის !
მინდა რომ ეს არავის დაავიწყდეს! 🇬🇪❤️”- წერს ლაშა ბექაური.

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა.
-90 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ბექაურმა თანამემამულე ბექა ღვინიაშვილი ავასატე-იპონით დაამარცხა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.