სექტემბერი 26, 2022

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის ,,დინამომ” გამარჯვება იზეიმა.

საქართველოს ჩემპიონმა მონტენეგროს საუკეთესო გუნდი ,,იადრანი” 13:10 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ხვალ, თბილისელები უშუალო კონკურენტ გერმანულ ,,ჰანოვერს” დაუპირისპირდებიან და ამ გუნდებს შორის გამარჯვებული ფლეი-ოფის საგზურს გაინაღდებს.

,,დინამო” (თბილისი, საქართველო) 13:10 ,,იადრანი”
(მონტენეგრო)

,,დინამო”: ბორის ვაპენსკი (2), რევაზ იმნაიშვილი (2), გიორგი მაგრაქველიძე (2), დუშან ვასიჩი (2), მარკო ელაჩა (2), ანდრია ბითაძე (2), ვალიკო დადვანი (2)

,,იადრანი”: კონსტანტინ ავერკა (4), დუშან ბანჩევიჩი, დურო რადოვიჩი, დანილო რადოვიჩი, მარტინ გარდაშევიჩი, იოვან ვუიოვიჩი.

სატურნირო
სატურნირო ცხრილი
1. ,,ბარსელონეტა” 7 18
2. ,,ფერენცვაროში” 8 18
3. ,,ბრეშა” 7 18
4. ,,ჰანოვერი” 8 6
5. ,,დინამო” 8 6
6. ,,იადრანი” 8 3

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.