აპრილი 17, 2024

მონაკოს დედაქალაქ მონტე კარლოში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრძოლის მიმდინარეობისას ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

სერბ ფილიპ კრაინოვიჩთან დაპირისპირებისას ქართველი ჩოგბურთელი მეორე სეტში დაშავდა.

ბასილაშვილს ტრავმა შეჯიბრების დაწყებამდეც აწუხებდა და როგორც სჩანს მას ტკივილები მატჩის მსვლელობისას კიდევ უფრო გაუმიზეზდა.

მატჩის შეწყვეტის მომენტში კრაინოვიჩი ბასილაშვილს 6:1, 2:0 უგებდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს სამედიცინო შემოწმებას უახლოეს მომავალში ჩაუტარებენ და ექიმები კონსილიუმის შედეგად ტრავმის დიაგნოზს და სირთულეს განსაზღვრავენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *