მარტი 29, 2024

კვირას, 29 დეკემბერს, ქუჩის რაგბი მცხეთის რაიონს, კერძოდ ძეგვს ეწვევა და პირველი ქუჩის N41-ში 2019 წლის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

თამაშს ამჯერადაც მოქმედი და ვეტერანი მორაგბეები დაიწყებენ და წესების ახსნის შემდეგ, პროცესში ადგილობრივები ჩაერთვებიან. თამაშის მსურველთათვის ასაკობრივი შეზღუდვა არაა და სიამოვნებას ყველა მიიღებს, დღის ბოლოს კი, მათ საჩუქრად ბურთები და ქუჩის რაგბის წესები გადაეცემათ.

ქუჩის რაგბის აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება და ის საქართველოს ყველა რეგიონს ეწვევა.

სტატია მომზადებულია rugby.ge მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *