Sofascore სექტემბერის თვის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს, რომელშიც ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე 21-წლამდე ფეხბურთელები მოხვდნენ.
ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის მოხვდა “ემპოლის” 20 წლის ქართველი ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელიც სერია ა-ს აღმოჩენაა.
შეგახსენებთ, საბა გოგლიჩიძემ გასულ თვეში ემპოლისთან ერთად 3 მატჩი ჩაატარა და მისმა გუნდმა სამივე მატჩში კარი მშრალად შეინახა.
საბა გოგლიჩიძე სიმბოლურ გუნდში მოხვდა ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიც არიან ჯუდ ბელინგემი, ლამინე იამალი და ხავი სიმონსი.