კარაობაო თასის 1/16-ფინალში “მანჩესტერ სიტიმ” “ვოტფორდი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე 61-ე წუთზე გამოვიდა და გუნდს მისი გამოსვლა უმალვე დაეტყო.
ყველამ შეამჩნია, რომ ქართველმა “ვოტფორდი” გამოაცოცხლა და საგოლე პასიც მიითვალა.
გამოცემა “Sofascore” ჩაკვეს თამაშს 6.9 ქულით აფასებს, რაც “ვოტფორდის” რიგებდი მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია.