გიორგი ჩაკვეტაძის “უოტფორდი” დღეს “ქოვენთრის” დაუპირისპირდა. შეხვედრის 80-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა საფრთხის შემცველი არ აღმოჩნდა. ფეხბურთელი წელის სპაზმმა შეაწუხა, რის გამოც მან მოედნის დატოვება საკუთარი ფეხით ვერ შეძლო.
აღსანიშნავია რომ, გიორგი ჩაკვეტაძემ დღეს საგოლე გადაცემა მიითვალა და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა.