აპრილი 16, 2024

ეროვნული ლიგის მე-6 ტურის დასკვნით  მატჩში, თბილისის ,,დინამომ” გორის ,,დილას” უმასპინძლა და მეტოქესთან ქულები გაიყო.

პირველი ტაიმში უკეთესი ,,დინამო” იყო, თბილისური გუნდი თამაშს აკონტროლებდა. შეხვედრაში ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა, თავი სადებიუტო შეხვედრაში ვასილი გორდეზიანმა გამოიჩინა. პირველი ნახევარი თბილისის ,,დინამოს” გამარჯვებით დასრულდა. (1:0)

 

შესვენების შემდეგ კარგად განაახლა  მატჩი ,,დილამ”, 49-ე წუთზე გიორგი ლორიას კარი იბრაჰიმა დრამემ აიღო. (1:1) თამაშის მეორე ტაიმი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, თამაში ჩქარ ტემპში მიმდინარეობდა და მომენტები ორივე გუნდის კარში იქნებოდა. შეხვედრის მიწურულს, 84-ე წუთზე, 16 წლის ვახტანგ სალიამ ,,დინამო” წინ გაიყვანა, თუმცა სტუმრები არ გატყდნენ და 5 წუთში ანტონიო ლოპესის ულამაზესი პასით, შოთა შეყილაძემ წონასწორობა აღადგინდა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. (2:2)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *