ივლისი 13, 2024

ზივზივაძე საქართველოს ნაკრების შემდეგ საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 27-ე ტურში კარლსრუე,სადაც ზივზივაძე თამაშობს, შალკეს დაუპირისპირდა. დაძაბული შეხვედრა გოლების გარეშე დასრულდა – 0:0.

ბუდუ ძირითადი შემადგენლობაში იყო და თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოც გახლდათ. ქართველს ანგარიშის გახსნა მატჩის დასაწყისშივე შეეძლო. განსხვავებით ლუქსემბურგთან თამაშისა, ამჯერად არ გაუმართლა და მცველმა ზივზივაძის დარტყმული ბურთის კარის ხაზიდან გამოიტანა შეძლო.

დაძაბული პირველი ნახევრის მომენტები გააორმაგა და მატჩის მეორე ნაწილში ბუდუმ 2 სახიფათო მომენტი შექმნა. 69-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელი მწვრთნელმა შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ ზივზივაძეს მიმდინარე სეზონის 25 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *